კავკასიური ბალადა [K'avk'asiuri Balada] lyrics
Songs
2024-12-25 08:21:37
კავკასიური ბალადა [K'avk'asiuri Balada] lyrics
ვუმზერ ჩეჩნეთის ლამაზ ლაჟვარდებს და მზემ მარაო გაშალა თითქოს ვორი და
ამღერებულან კუშტი კოშკები ბანს ეუბნევა ძირძველი ღილღოც ვორი და
გული მომპარა ქისტის ასულმა სულიც იმისკენ გაფრენას ითხოვს ვორი და
ვერ შემაჩერებს დედა ჭიუხი ამაღამ უნდა გავექცე მითხოს ვორი და
მოგხურავ ნაბადს გათენებამდე უკვალავ თოვლზე ცხენს გავახელებ ვორი და
გზით გათანგული მკლავზე დამენდე და მე დაგითბობ გათოშილ ხელებს ვორი და.
თუკი მდევარი წამომეწევა დაე ასრულდეს ნება ლაშარის ვორი და
გახსოვდეს მარად მიყვარდი ჩემო არასდროს ვიყავ ცრუ და ლაჩარი ვორი და
თვალში ბურუსი როს ჩამიდგება სულს მივაბარებ ძეს ღვთისას ქრისტეს ვორი და
სხეულს სამშობლო იტირებს ჩემი გული კი კვლავაც იფეთქებს ქისტეთს ვორი და
- Artist:Bani