ერთი ნახვით შემიყვარდი [Erti nakhvit Chveneburebi]

Songs   2024-09-17 16:27:07

ერთი ნახვით შემიყვარდი [Erti nakhvit Chveneburebi]

ერთი ერთი ნახვით შემიყვარდი ყროყინაანთ კოხტა მარო,

აბა, მითხარ, უშენობით როგორ უნდა გავიხარო,

ოი დაგლი დალალო და, ჯან გოგო მე და შენ,

დუგლი დაგლი დალალო და, შენ მიყვარხარ, ჩემო მზეო

მეც მიყვარხარ, შენც გიყვარვარ, აქ როგორღა ვიცხოვროთო,

იქ წავიდეთ თიფლისშია, ინსტიტუტში ვისწავლოთო,

ოი დაგლი დალალო და, ჯან გოგო მე და შენ,

დუგლი დაგლი დალალო და, შენ მიყვარხარ, ჩემო მზეო

იქ რომ წავალთ თიფლისშია ვიქირაოთ "კომნატაო",

აიკი ჩუსტი, ლამფის "სტეკლო" შევიძინოთ ოხრადაო

ოი დაგლი დალალო და, ჯან გოგო მე და შენ,

დუგლი დაგლი დალალო და, შენ მიყვარხარ, ჩემო მზეო

შენ რომ ინსტიტუტში წახვალ მე დავრჩები სახლშიაო,

საღამო ხანს ვისეირნოთ "პლეხანოვსკი" ბაღშიაო

ოი დაგლი დალალო და, ჯან გოგო მე და შენ,

დუგლი დაგლი დალალო და, შენ მიყვარხარ ,ჩემო მზეო.

Chveneburebi more
  • country:
  • Languages:Georgian
  • Genre:
  • Official site:
  • Wiki:
Chveneburebi Lyrics more
Chveneburebi Also Performed Pyrics more
Excellent Songs recommendation
Popular Songs
Artists
Songs