ერთმა ბიჭმა [Ertma bich'ma] lyrics
Songs
2024-12-22 02:51:13
ერთმა ბიჭმა [Ertma bich'ma] lyrics
ერთმა ბიჭმა ნაბდიანმა
ჩვენს ეზოზე გადიარა,
ისე კოხტად აბიჯებდა,
გული დამიდარდიანა და.
1. ნეტაი გულის ფიქრები
თვალითაც ინახვებოდეს
ბიჭო მე შენ რომ მიყვარხარ
შენც ეგრე გეყვარებოდე.
||: რამ-და-რარი, რიმდამდამ რარო :||
ნეტაი ჩიტად მაქცია,
ნეტა ვიცოდე ფრენაო.
||: რამ-და-რარი, რიმდამდამ რარო :||
მოვფრინდებოდი შენთანა
ხომ იცის ჩიტის ენაო და.
2. ვიცი რომ შევარდენი ხარ
მაგრამ რომელი ფუთისა
ნეტა რა დედამ გაგზარდა
ეგრე ფოლადის გულისა.
||: რამ-და-რარი, რიმდამდამ რარო :||
ნეტაი ჩიტად მაქცია,
ნეტა ვიცოდე ფრენაო.
||: რამ-და-რარი, რიმდამდამ რარო :||
მოვფრინდებოდი შენთანა
ხომ იცის ჩიტის ენაო და.
- Artist:Trio Mandili
- Album:-