Georgian Soviet Socialist Republic Anthem [Original version] [საქართველოს სსრ სახელმწიფო ჰიმნი] [Transliteration]
Songs
2024-11-26 16:01:09
Georgian Soviet Socialist Republic Anthem [Original version] [საქართველოს სსრ სახელმწიფო ჰიმნი] [Transliteration]
იდიდე მარად, ჩვენო სამშობლოვ,
გმირთა კერა ხარ გაუქრობელი,
ქვეყანას მიეც დიდი სტალინი
ხალხთა მონობის დამამხობელი.
შენი ოცნება ასრულდა,
რისთვისაც სისხლი ღვარეო,
აყვავდი, ტურფა ქვეყანავ
ილხინე, ქართველთ მხარეო.
დიდი ოქტომბრის შუქით ლენინმა
შენ გაგინათა მთები ჭაღარა,
სტალინის სიბრძნემ ძლევით შეგმოსა
გადაგაქცია მზიურ ბაღნარად.
მოძმე ერების ოჯახში
დამკვიდრდი, გაიხარეო,
აყვავდი, ტურფა ქვეყანავ
ილხინე, ქართველთ მხარეო.
უხსოვარ დროდან ბრწყინავდა შენი
აზრი, ხმალი და გამბედაობა,
დღეს შენს დიდებას, ნათელ მომავალს
სჭედს სტალინური წრთობის თაობა.
საბჭოთა დროშა დაგნათის,
მზესავით მოელვარეო,
აყვავდი, ტურფა ქვეყანავ
ილხინე, ქართველთ მხარეო.