Hymn To Pan [Georgian translation]

Songs   2024-12-28 03:47:55

Hymn To Pan [Georgian translation]

ისმინე ძახილი იმ დიდი პანისა

მოგვიხმობს როს მწვანე ხეების ჭალიდან

ძაფივით ამოსულ ჩვენს მაღლა მთვარესა

უსმინე ტკბილ და ჩუმ მის ამო ფლეიტას

უსმინე ტკბილ და ჩუმ მის ამო ფლეიტას

აჰყევი მის ცეკვას, მას მიჰყავს ის რითმი

იბრუნე,იცეკვე, გიზგიზა ცეცხლთანაც

მოდი და დაიტკბე ბაგე მის ღვინის სმით

დახლართულ ვაზისგან ნაზად რომ გაზრდილა

დახლართულ ვაზისგან ნაზად რომ გაზრდილა

ისმინე ახლა და წამოვალ შენთანაც

ისმინე ახლა და წამოგყვე მე მარად

სადღაც შორს აქედან,შუა-ტყის ბინდიდან

მდელოთა მწვანეთა სხივის განთიადში

სპილოსძვალისფერი,ყავისფერ თვალება

ის არის ციმციმებს სადღაცას ის ფავნი.

ის კი ხტის ბუჩქნარებს შორის,მიიმღერის

აჩრდილიც მიჰყვება,მიცეკვავს მასთანაც

და მე არ ვიცი გზას გავყვები რომელის

ჩრდილსა თუ სიმღერას,ჩრდილსა თუ სიმღერას.

ჰოი,მონადირევ იმ აჩრდილს ხაფანგი

დაუგე ,ბულბულო, დაძაბულს დაიჭერ

თუ მთვარეული და შეშლილი მუსიკით

მე მის კვალს ამაოდ დავყვები დაისზე.

  • Artist:Faun
  • Album:Eden
Faun more
  • country:Germany
  • Languages:German, English, German (Middle High German), Latin+12 more, Greek (Ancient), French (Old French), English (Middle English), Finnish, Old Norse/Norrønt, Spanish, Unknown, Galician-Portuguese, Faroese, Icelandic, Middle Turkic, Hungarian
  • Genre:Folk, Gothic/Darkwave
  • Official site:http://www.faune.de/
  • Wiki:https://de.wikipedia.org/wiki/Faun_(Band)
Faun Lyrics more
Faun Featuring Lyrics more
Faun Also Performed Pyrics more
Excellent Songs recommendation
Popular Songs
Artists
Songs