კახური შაირები [k’akhuri shairebi] lyrics
კახური შაირები [k’akhuri shairebi] lyrics
ჰაი დელია დელია
განა შაირი ძნელია
იგრე დაგაყრი ლექსებსა
როგორც საყდარში მღვდელია
თუ გინდა შინაც გაგატან
ვირს მოუწყვიტოს წელია
ორი ტომარა სავსე მაქვს
გუდა პირმოუხსნელია - ჰე
მისამღერი:
ჰარალალო ჰარიარალალო
ჰარალიარი-არალო
ჰარიჰარალალო-ჰე
ჩვენ მეზობელსა მაროსა
ჩურჩხელა უდევს თაროსა
არც თვითონ ჭამს არც სხვას აჭმევს
იმან არ გაიხაროსა
მიხა პაპაი იქვე ძინავს
ვინმემ არ მაიპაროსა
მარუა სასთთუმალს უზის
ძილში არ გაიპაროსა-ჰე
მისამღერი:
ჰარალალო ჰარიარალალო
ჰარალიარი-არალო
ჰარიჰარალალო-ჰე
პაპაი ვირი დაეკარგა
საპალნეს ვიღა მოიგდებს
წამოდი და იყროყინე
იქნებ ყროყინზე მოვიდეს
მიხა პაპაი ეგრე უთხარ
გადაგივარცხნოს ქოჩორი
ვირის ძებნა რაღად უნდა
აგერ ეზრდები ჩოჩორი-ჰე
მისამღერი:
ჰარალალო ჰარიარალალო
ჰარალიარი-არალო
ჰარიჰარალალო-ჰე
დღეს დავამთავრე შაირი
შაირი შარაგრძელია
ორი ტომარა სავსე მაქვს
გუდა პირმოუხსნელია
მეც დავამთავრე შაირი
შაირი შარაგრძელია
დანარჩენს მერე გიამბობთ
განა კი შამამელია-ჰე
- Artist:Trio Mandili