Ojos Color Sol [Georgian translation]
Ojos Color Sol [Georgian translation]
დღეს მზე
დაიმალა
და არ უნდოდა ამოსვლა,
დაინახა შენი გაღვიძება
და სიკვდილის შეეშინდა
თვალები გაახილე
და მზემ თავისი ფუნჯი გვერდზე გადადო,
რადგან ამ ქვეყანას შენ
მასზე უკეთესად ხატავ
როცა ირიჟრაჟებს (მზე ამოდის)
შენი სილამაზე
ნებისმიერ თანავარსკვლავედს
დაუცველს ხდის
შენი მშვენიერება
მავსებს დილით (დილის განწყობით)
და მკვებავს
მთელი კვირის განმავლობაში.
შენი თვალები მომაჯადოვებელია
გაახილე
და ახლა მთები
ირეკლება ტბებზე,
ნამდვილი სიმართლე არის ის,
რომ, როცა დაიბადე,
ხეებმა მოისხა ხილი:
ტკბილი ფორთოხალი,
ქერუბიმების დათესილი;
როცა მზეს შეეშინდა,
ღრუბლებში დაიმალა.
დღეს მზე არ მაკლია, ის ისვენებს
რადგან D ვიტამინით შენ მავსებ კოცნით.
მთვარე მიდის სასეირნოდ,
შენი გუგების დევნაში.
ღამე ანათებს თავიდან,
მას შემდეგ რაც შეხედავ.
აღარავინ იცის როგორ იყოს ბედნიერი
ნგრევის შედეგად?,
მადლობა შენ
და შენს თვალებს.
შენ ხარ ღმართი უკუღმართში,
უკუ-ღმართი. (ოკ)
გაიღვიძე და
ჩემი სამყარო თავდაყირა დააყენე.
ახლა ავიდა
მწვერვალზე,
რომ ჩამოუყვეს მთის ტეხილს,
დედამიწა აღარ ბრუნავს,
შენ ბრუნავ მის ნაცვლად.
ომის დროს
ერთმანეთს კოცნიან
და აღარ იბრძვიან.
დღეს, ქათმები
ღმუიან
და ძროხები
კაკანებენ.
მატლები
და თევზები
იჭერენ ანკესს.
ვფრინავთ ზღვაში
და დავცურავთ
ცაზე.
ყვავილები ყვავიან
ქვიშაში,
ცვივა წვიმის წვეთები
უდაბნოში.
ახლა, სიზმრები
ახდა,
რადგან გვესიზმრება
ფხიზლებს.
და ეს სიზმარი
უსაფრთხოა,
და ასე მრავლდება,
და უმანკოება,
საბოლოოდ
აღარ ემალება
სინათლეს.
საკვების დეფიციტი
გემრიელდება,
რადგან
მუცელი პეპლებით
გვაქვს სავსე.
გალაქტიკა აჩენს
თავის მალულ მხარეს
და დედამიწაზე
სიცოცხლე იწყება.
მთვარე მიდის სასეირნოდ
შენი გუგების დევნაში.
ღამე ანათებს თავიდან,
შენ რომ შეხედავ მაშინ.
აღარავინ იცის როგორ იბედნიეროს
ნარჩენების მოშორების შემდეგ.
შენი და შენი თვალების
წყალობით.
- Artist:Calle 13