ყვავილების ქვეყანა [Q’vavilebis Kveq’ana] lyrics
Songs
2024-11-19 10:22:04
ყვავილების ქვეყანა [Q’vavilebis Kveq’ana] lyrics
ყვავილების მეუფევ, თვალნი დამიზიანე,
რომ მითხარ მალე მოვალ, რატომ დაიგვიანე.
შენთვის დაკრეფილი მაქვს, ნარნარი ყვავილები
მინდა გულზე დაგაკრა, ვით ლამაზი ღილები.
აი რისთვის დაგეძებ, რატომ დავიარები
და რატომ მელანდება, შენი გიშრის თვალები.
შენი თვალების ეშხი, ნეტავ რად დაინანე,
ნეტავ ახლა ვის უმზერ, მითხარი გენაცვალე.
მე მიყურე მხოლოდ მე, მაკმარე რაც მაწამე,
ჩემი გულის საუნჯევ, შენს თვალებს ვენაცვალე.
აი რისთვის დაგეძებ, რატომ დავიარები
და რატომ მელანდება, შენი გიშრის თვალები.
აი რისთვის დაგეძებ, რატომ დავიარები
და რატომ მელანდება, შენი გიშრის თვალები.
შენს ლოდინში წალკოტი ჩოქვით შემოვიარე
გიცდი და არ მოხვედი, რატომ დაიგვიანე.
ყვავილების ქვეყანა ჩოქვით შემოვიარე….
რომ მითხარ მალე მოვალ, რატომ დაიგვიანე.
- Artist:Gela Guralia