ქალავ [Qalav] lyrics
Songs
2024-12-29 08:52:58
ქალავ [Qalav] lyrics
რიმ დამ დამ რამდი დაბრი დიბრი დაბრი დო 4x
გაღმა ქალარი დავინახე
ჩემზე ეჭირა თვალიო
||: ნაპირს აქეთ გადმომძახა:
„იქნები ჩემი ქმარიო” :||
❧
ქალავ, სიცოცხლე და მწველო გულისა
თითები მიგიგავს ბროლისად თლილისა
||: ჩემი ხარ ეგ ყელი მე სურო მგონია
ვეღარსად წამიხვალ რა ბედი მქონია :||
რიმ დამ დამ რამდი დაბრი დიბრი დაბრი დო 4x
❧
წამოდი, მთაში არ არის ცუდი
ლექსები გითხრა – რას შეგადარო,
დაგიწნა თეთრი ზამბახის ქუდი
ჩემო დიდგულა, პატარა ქალო.
შორს აგიშენო თეთრი კარავი
სიყვარულივით ჩუმი, მდუმარი.
არ შეგაშფოთებს მეტი არავინ
ისევ ჩვენ ვიყოთ ჩვენი სტუმარი.
რიმ დამ დამ რამდი დაბრი დიბრი დაბრი დო 4x
❧
ჩამასხდებიან ხევსურნი
ლუდის სასმელად ბანზედა
ქალაუ ჩემთან გადმოდი
ნუ გამირბიხარ განზედა
ქალაუ შენმა მანდილმა
ჰაერში გაიფრიალა
||: სახე გამოჩნდა, თოლებმა
ელვარემ გაიფრიალა :||
- Artist:Trio Mandili