რად მინდოდა [Rad mindoda] lyrics
Songs
2024-11-29 07:29:44
რად მინდოდა [Rad mindoda] lyrics
წურწუმია ლელა - რად მინდოდა
რად მინდოდა, შენცა ლაღად შემომხვდი,
დამიმონე, შავ თვალებით დამიხვდი,
ჩემი გულის მწუხარების ხმას მიხვდი,
მწველად დამწვარს კიდევ ჭირი გამიხდი.
რად მინდოდა მე იმ დღისა ლხენა მე,
რად გათენდა, გაგიცანი შენა მე,
რად მასმინე შენი ტკბილი ენა მე,
მომიწამლე ფიქრი, გრძნობა, სმენა მე.
შენგან ვიწვი, შენ მომეცი შველა მე,
სიყვარულმა დღენი დამიბნელა მე,
რად მარგუნა ბედმა ტანჯვა ყველა მე,
სიხარული ფეხქვეშ გამითელა მე [x2]
რად მინდოდა მე იმ დღისა ლხენა მე,
რად გათენდა, გაგიცანი შენა მე,
რად მასმინე შენი ტკბილი ენა მე,
მომიწამლე ფიქრი, გრძნობა, სმენა მე [x2]
რად მინდოდა მე იმ დღისა ლხენა მე,
რად მინდოდა.
რად მინდოდა მე იმ დღისა ლხენა მე,
რად გათენდა, გაგიცანი შენა მე,
რად მასმინე შენი ტკბილი ენა მე,
მომიწამლე ფიქრი, გრძნობა, სმენა მე.
- Artist:Lela Tsurtsumia