საქორწილო სიმღერა [კარკუჩით წამაიყვანეს] [Sakortsilo simghera [karkuchit tsamaiqvanes]] lyrics
Songs
2024-11-14 10:59:08
საქორწილო სიმღერა [კარკუჩით წამაიყვანეს] [Sakortsilo simghera [karkuchit tsamaiqvanes]] lyrics
კარკუჩით წამაიყვანეს
ქალი ლამაზი თმიანი.
შვიდი მაყარი თან მოჰყვა
შვიდთავე ცხენოსნიანი.
..არ მოიშალა ლამაზმა
შავი თოლების ბრიალი
ცალად ხიდთან რომ მივიდნენ
დადგა ხანჯლების ტრიალი. X2
ქალმა თქვა ახალგაზრდასა
სიცილით შავეპარები,
მოვაკვლევინებ სურვილსა
ახლო არ გავეკარები.
..ბევრჯერ ვყოფილვარ მაყარში,
ბევრსაც ვარ გადანაყარი,
ის კი არ გამიგონია
დედოფალს კოცნის მაყარი. X2
პირმან დაგლოცათ ღვთისამან,
ნაწილმან ბარძიმისამან,
ალავერდს წმინდა გივარგიმ,
ქალაქში სივანისამან.
ღმერთო ნუ მოშლი ამ სახლში
ლხინსა და გახარებასა
ვაჟების ქორწინებასა
ქალების გასტუმრებასა! X2
- Artist:Georgian Folk