სატრფიალო [Sat'rpialo] lyrics
Songs
2024-12-29 09:24:36
სატრფიალო [Sat'rpialo] lyrics
1. ნეტაი, ბიჭო ფიფქი მქნა,
შენკენ გამოვყვე ნიავსა,
||: არცა რა შენ დაგიშავდეს,
არც მე ჩავვარდე ზიანსა! :||
აი, აი, დარი დარი,
აი, აი დარი და,
||: აი, აი, დარი ადაი დარი, ადაი დარი,
არც მე ჩავვარდე ზიანსა! :||
2. რა გენაღვლება, იქროლოს
ზენა ქარმა და ქვენამა!
||: იქნება ერთად შეგვყაროს
ჩვენმა ბედმა და წერამა! :||
აი, აი, დარი დარი,
აი, აი დარი და,
||: აი, აი, დარი ადაი დარი, ადაი დარი,
ჩვენმა ბედმა და წერამა! :||
3. ნეტაი, ბიჭო მე და შენ
ეს მთები გადაგვატარა,
||: ეს დალოცვილი ქედები
სულ ფეხით შემოგვატარა! :||
აი, აი, დარი დარი,
აი, აი დარი და,
||: აი, აი, დარი ადაი დარი, ადაი დარი,
სულ ფეხით შემოგვატარა! :||
- Artist:Trio Mandili