ვაჟკაცო [Vazhk’atso] lyrics
Songs
2024-12-22 03:34:55
ვაჟკაცო [Vazhk’atso] lyrics
1. ვაჟკაცო, მთაში გაზრდილო, იალაღზედა,
დაგმშვენებია ქართული ჩოხა ტანზედა,
||: ვეფხვივით შეინავარდებ მაღალ მთაზედა,
დაგეფინება ყვავილი, გზა და კვალზედა. :||
2. წყაროზე ქალი ჩამოვა მაყვალთვალია,
შეხედავ, მოგეწონება, მზის სადარია,
||: შემოგხედავს და დაგადნობს გულიდან ია,
გაუთამაშებ, ვეფხვი ხარ, ია დარია. :||
რიმდა რირა, დაირა რირო, რიმ დამ დარა რირო. 6x
ვაჟკაცო, მთაში გაზრდილო, იალაღზედა,
დაგმშვენებია ქართული ჩოხა ტანზედა,
||: ვეფხვივით შეინავარდებ მაღალ მთაზედა,
დაგეფინება ყვავილი, გზა და კვალზედა. :||
წყაროზე ქალი ჩამოვა მაყვალთვალია,
შეხედავ, მოგეწონება, მზის სადარია,
||: წკრიალა გაზაფხულისა, ტურფა იანო,
ვაჟკაცო მკლავმაგარო და სახელიანო. :||
რიმდა რირა, დაირა რირო, რიმ დამ დარა რირო. 6x
- Artist:Trio Mandili