Love Story [Georgian translation]
Love Story [Georgian translation]
ორივე ახალგაზრდები ვიყავით, როცა პირველად გნახე,
მე ვხუჭავ თვალებს და ვიწყებ გახსენებას:
მე იქ ვდგავარ აივანზე ზაფხულის ჰაერზე.
ვხედავ სინათლეს, წვეულებას, სამეჯლისო სამოსებს.
ვხედავ შენ თუ როგორ მოაიკვლევ გზას ბრბოში
და ამბობ: "გამარჯობა!" მართლა არ ვიცოდი მაშინ
რომ შენ იყავი რომეო, შენ კენჭებს ისროდი,
და ჩემმა მამიკომ თქვა: "ახლოს არ მიეკარო ჯულიეტას!"
მე კი ვტიროდი კიბეზე,
გეხვეწებოდი, 'გთხოვ, არ წახვიდე'.
და მე ვთქვი:
"რომეო, წამიყვანე სადმე, სადაც მარტონი ვიქნებით.
მე დაგელოდები; ისღა დაგვრჩენია რომ გავიქცეთ.
შენ იქნები პრინცი და მე ვიქნები პრინცესა,
ეს სიყვარულის ისტორიაა - ძვირფასო, უბრალოდ თქვი: "დიახ".
ამგვარად მე გამოვიპარე ბაღში შენს დასანახად.
ჩვენ ჩუმად ვართ, რადგან დავიღუპებით თუ გაიგებენ.
ასე რომ, დახუჭე თვალები; გაიქეცი ამ ქალაქიდან ცოტა ხნით.
რადგან შენ იყავი რომეო, მე კი შერცხვენილი ვიყავი,
და ჩემმა მამიკომ თქვა: "ახლოს არ მიეკარო ჯულიეტას!"
მაგრამ შენ ყველაფერი იყავი ჩემთვის; მე გევედრებოდი შენ, "გთხოვ, არ წახვიდე!"
და მე ვთქვი,
"რომეო, წამიყვანე სადმე, სადაც მარტონი ვიქნებით.
მე დაგელოდები; ისღა დაგვრჩენია რომ გავიქცეთ.
შენ იქნები პრინცი და მე ვიქნები პრინცესა,
ეს სიყვარულის ისტორიაა - ძვირფასო, უბრალოდ თქვი: "დიახ".
"რომეო გადამარჩინე - ისინი ცდილობენ მასწავლონ როგორ უნდა ვიგრძნო!
ეს სიყვარული ძნელია, მაგრამ ის ნამდვილია.
ნუ გეშინია, როგორმე თავს დავაღწევთ ამ პრობლემას.
ეს სიყვარულის ისტორიაა - ძვირფასო, უბრალოდ თქვი: "დიახ".
ოო...
მე დავიღალე ლოდინით,
იმაზე ფიქრით, მოხვიდოდი თუ არა ოდესმე.
ჩემი რწმენა შენში დნებოდა
როცა შენ შეგხვდი ქალაქის გარეუბანში,
და მე ვთქვი,
"რომეო, გადამარჩინე - თავს ისე მარტო ვგრძნობ,
სულ გელოდები მაგრამ შენ არ მოდიხარ.
ნუთუ ეს ჩემი ფანტაზიაა? არც კი ვიცი რა ვიფიქრო-"
მან დაიჩოქა მიწაზე და ამოიღო ბეჭედი და თქვა,
"გამომყევი ცოლად, ჯულიეტა - აღარ მოგიწევს მარტო ყოფნა.
მე შენ მიყვარხარ და სულ ესაა რაც ნამდვილად ვიცი.
მე ველაპარაკე მამაშენს - წადი ამოირჩიე თეთრი კაბა!
ეს სიყვარულის ისტორიაა - ძვირფასო, უბრალოდ თქვი: "დიახ".
ოო, ოო.
რადგან ჩვენ ისეთი ახალგაზრდები ვიყავით როცა პირველად გნახე...
- Artist:Taylor Swift
- Album:Fearless (2008)